უკრაინაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი 401 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-ით 19 ინფიცირებული გარდაიცვალა. მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სულ უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 239-ს მიაღწია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 9 410 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 992 პაციენტი, აქედან 128 ბოლო ერთი დღის განმავლობაში.