უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

11:03, 28.10.2020

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 165 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსი დაუდასტურდა 7 474 ადამიანს. ხოლო 3 306 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 363 075 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 755 პაციენტი გარდაიცვალა, 148 642 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი