უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით 334 მედიკოსი არის ინფიცირებული. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხის, „ინტერის“ ეთერში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.
სტეპანოვი აღნიშნავს, რომ 2 203 კოვიდინფიცირებულიდან 334 მედიკოსია.
„ყოველდღიურად ვართ დაკავებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მედიკოსები დაცვის საშუალებებით. ყოველდღე ჩამოდის თვითმფრინავები, რომელთაც ასობით ათასი რესპირატორი, ბიოდაცვის კოსტუმი და სათვალე ჩამოაქვს – ყველაფერი ეს მაშინვე ხვდება საავადმყოფოებში“, – აღნიშნა მაქსიმ სტეპანოვმა.
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 203 პაციენტია, 61 გამოჯანმრთელდა, ხოლო 69 გარდაიცვალა.