უკრაინაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა

12:41, 21.06.2020

უკრაინაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის შედეგად უკრაინაში გარდაიცვალა 1 002 ადამიანი.

უკრაინაში „კოვიდ-19“ სულ დაუდასტურდა 36 560 ადამიანს. 735 ახალი ინფიცირებული ბოლო 24 საათში გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა რვა ადამიანი.

ახალი ინფიცირებულების ყველზე მეტი რაოდენობა გამოვლინდა ლვოვის ოლქში, მას მოსდევს როვენისა და იმიერკარპატების ოლქი.

მსგავსი