უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, 3 144 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, 3 144 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 3 144 ადამიანს დაუდასტურდა, 1 128 გამოჯანმრთელდა, 53 პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში ვირუსის 148 756 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 67 005 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 076 ადამიანი კი გარდაიცვალა.