უკრაინაში კორონავირუსის 5 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 116 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსის 5 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 116 პაციენტი

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 990 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 777 პაციენტი. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით 116 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში კორონავირუსზე ტესტირება 27 975 პირს ჩაუტარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ 2 131 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 160 682 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 865 960 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 802 პაციენტი კი გარდაიცვალა.