უკრაინაში კორონავირუსის 4 069 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 4 069 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 4 069 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უკრაინაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი სექტემბრის დასაწყისიდან სამი ათასზე მაღალია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადა ოქტომბრის ბოლომდე გახანგრძლივდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 218 515 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 285 ადამიანი.

დატოვე კომენტარი