უკრაინაში კორონავირუსის 18 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 833 ადამიანი

10:58, 09.11.2021

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 833 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 18 988 შემთხვევა, 16 609 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულებს შორის არიან 1 183 ბავშვი და 426 მედიკოსი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 107 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2 მილიონ 537 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 73 390 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი