უკრაინაში კორონავირუსის 13 882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 13 882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 13 882 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 229 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 8 420 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულ ინფიცირებულებს შორის 684 ბავშვი და 615 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 661 858 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 307 778 პაციენტი, გარდაიცვალა 11 492 ინფიცირებული.

დატოვე კომენტარი