უკრაინაში კორონავირუსის 13 825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:03, 05.12.2020

უკრაინაში კორონავირუსის 13 825 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-სგან 14 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 226 გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 807 716 შემთხვევა, მათ შორის 412 533 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 421 გარდაიცვალა.

მსგავსი