უკრაინაში კორონავირუსის 13 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 13 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 169 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 13 882 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 744 ბავშვი და 579 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 758 264 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 369 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 717 კი გარდაიცვალა.