უკრაინაში კორონავირუსის 1022 შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში კორონავირუსის 1022 შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1022-ით გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 21 პაციენტი ემსხვერპლა.

29 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში გამოვლენილია 67 597 კოვიდინფიცირებული, დაიღუპა 1650 ადამიანი. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი, 37 ათასს აღემატება.