უკრაინაში კორონავირუსის 1 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 1 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ეპიდემიის დაწყებიდან პირველად 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა 1 800-ს გადააჭარბა.

ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე აღრიცხეს 1 847 ინფიცირებული. „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა ხარკოვისა და კიევის ოლქში.

ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად უკრაინაში 33 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე აღრიცხულია ვირუსის 89 719 შემთხვევა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 245-ს შეადგენს.

სულ „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 2 044 ადამიანი ემსხვერპლა.