უკრაინაში კორონავირუსის 1 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი
უკრაინაში კორონავირუსის 1 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი

უკრაინაში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბოლო 24 საათში ინფიცირების 1 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 78 261 შემთხვევა დადასტურდა. დაიღუპა 1 852 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 43 055 პაციენტი.