უკრაინაში კორონავირუსის 1 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 1 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა, 1 158კი დაინფიცირდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 575 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 83 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 951 გარდაიცვალა, 44 934 კი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი