უკრაინაში იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინას“ ფრაქციის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა
უკრაინაში იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინას“ საპარლამენტო ფრაქცია სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი დეპუტატის კორონავირუსით ინფიცირებაა.
ამის შესახებ განცხადება უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა, ელენა კონდრატიუკმა გააკეთა.
როგორც მან თქვა, „კოვიდ-19“ დაუდგინეს დეპუტატ ოლეგ მეიდიჩს.