უკრაინაში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემები გადასცა
უკრაინაში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემები გადასცა

ისრაელმა უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემები გადასცა. როგორც უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მიხაილ ბროდსკიმ განაცხადა, აშშ-ის მიერ ისრაელისთვის გადაცემული „პეტრიოტის“ სისტემები ახლა უკრაინაშია.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემები ისრაელის შეიარაღებული ძალების არსენალში 1990-იანი წლების დასაწყისიდან ირიცხებოდა.

„ჩვენ დავთანხმდით უკრაინისთვის მათ გადაცემას და ამის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი არ უსაუბრიათ. თუმცა როდესაც ამბობენ, რომ ისრაელი არ დაეხმარა უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით, ეს ასე არ არის. ეს სიმართლე არ გახლავთ“, – განაცხადა დიპლომატმა.

ელჩს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ამ სისტემების გადაცემა.