უკრაინაში, იმიერკარპატეთის ერთ-ერთი სოფლის საბჭოს სხდომაზე ადგილობრივმა დეპუტატმა ხელყუმბარა ააფეთქა
უკრაინაში, იმიერკარპატეთის ერთ-ერთი სოფლის საბჭოს სხდომაზე ადგილობრივმა დეპუტატმა ხელყუმბარა ააფეთქა

უკრაინაში, იმიერკარპატეთის ერთ-ერთი სოფლის საბჭოს სხდომაზე ადგილობრივმა დეპუტატმა ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებულია 26 ადამიანი, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

შემთხვევა სოფელ კერეცკიში მოხდა.

ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.