უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 551 შემთხვევა გამოვლინდა

10:07, 09.09.2020

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 551 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 45 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

9 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 143 030 შემთხვევა. პანდემიას უკრაინაში 2 979 ინფიცირებული ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 64 703 ადამიანი, აქედან 1 157 ბოლო 24 საათის განმავლობაში.

მსგავსი