უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 678 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა
უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 678 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა

უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 53 521 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 1 383 ადამიანი.

ამასთან, ვირუსი დაამარცხა 26 118-მა პაციენტმა.