უკრაინაში გარკვეული პროფესიების ადამიანების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება
უკრაინაში გარკვეული პროფესიების ადამიანების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

უკრაინაში გარკვეული პროფესიების ადამიანების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულო იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი ადმინისტრაციების წევრებისთვის და ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან ერთ თვეში, ხოლო ის პირები, ვინც ამ პერიოდში აცრას არ გაიკეთებენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა 22 სექტემბერს გამოაცხადა.