უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რომის პაპი შეშფოთების გამოსახატად რომში მდებარე რუსეთის საელჩოში მივიდა
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რომის პაპი შეშფოთების გამოსახატად რომში მდებარე რუსეთის საელჩოში მივიდა

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რომის პაპი ფრანცისკე შეშფოთების გამოსახატად რომში მდებარე რუსეთის საელჩოში მივიდა.

ვატიკანის მსახურთა განცხადებით, ეს უპრეცედენტო ჟესტია, რამდენადაც პროტოკოლით სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ვატიკანს თავად სტუმრობენ ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკეს მუხლის არეში მწვავე ტკივილები აღენიშნება, რის გამოც ვატიკანმა ყველა დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა, თუმცა ამის მიუხედავად, რომის პაპი რუსეთის საელჩოში გაემგზავრა. როგორც ვატიკანში განმარტავენ, ამ ქმედებით პაპს სურდა, მისი უკმაყოფილება გამოეთქვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.