უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება
უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები იმყოფებოდნენ.

ბერდია ჯოხაძის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს 21 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ბერდია ჯოხაძე 12 აგვისტოს გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაციია ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის 12 აგვისტოს გარდაიცვალა.