უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას მხარს უჭერს
უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას მხარს უჭერს

უკრაინაში ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობა მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების შესრულების ძალისხმევას, მათ შორის „შტაინმაიერის ფორმულასაც“. ეს განცხადება უკრაინაში ნატო-ს წარმომადგენლობის მეთაურმა, ალექსანდრ ვინიკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს წევრები ალიანსის გენერალური მდივნის მეთაურობით უკრაინაში ჩავლენ. შეხვედრები ოდესასა და კიევში 30-31 ოქტომბერს გაიმართება.

„ეს ძალიან დიდი გზავნილია იმის შესახებ, რომ ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა უკრაინაში ნატო-ს წარმომადგენლობის მეთაურმა, ალექსანდრ ვინიკოვმა.

დატოვე კომენტარი