უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ნდობის რეიტინგში ვალერი ზალუჟნი, მიხაილო ფედოროვი და კირილ ბუდანოვი ლიდერობენ, ვოლოდიმირ ზელენკი მეოთხე ადგილზეა

14:53, 10.08.2026

ვალერი ზალუჟნისა და მიხაილო ფედოროვს გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ენდობა, ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნდობა 56 პროცენტია, ხოლო გამოკითხულთა 38% მას არ ენდობა. გამოკითხვა კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 16-31 ივლისს ჩატარდა.

გამოკითხვის თანახმად, ვალერი ზალუჟნის 66% ენდობა, ხოლო 24% არ ენდობა. მიხაილო ფედოროვს 63% ენდობა, 16% კი მის მიმართ უნდობლობას გამოხატავს. ნდობის მაღალი მაჩვენებელი აქვს ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს – მას 61% ენდობა, 22% კი არ ენდობა.

რეიტინგში შემდეგ მოდიან ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და მესამე არმიის კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი. ტერეხოვს 47% ენდობა, 19% კი არ ენდობა, თუმცა სოციოლოგებმა აღნიშნეს, რომ რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მას საერთოდ არ იცნობს – ასე უპასუხა გამოკითხულთა 23%-მა. ბილეცკის მიმართ ნდობას 37% გამოხატავს, უნდობლობას კი – 13%. ამასთან, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ ბილეცკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ან მას არ იცნობს.

სხვა პირების შემთხვევაში ნდობის ბალანსი უარყოფითია, მათ უფრო მეტი ადამიანი არ ენდობა, ვიდრე ენდობა. მათ შორის არიან სერგეი პრიტულა, დმიტრო რაზუმკოვი, ალექსეი გონჩარენკო და პეტრო პოროშენკო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ სიაში პეტრო პოროშენკოს აქვს – მას მხოლოდ 20% ენდობა, 76% კი არ ენდობა.

ცნობისთვის, კვლევაში ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 1 808-მა ადამიანმა, ცდომილება კი 3,5%-ს არ აღემატება.

მსგავსი