უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გამოვლინდა

11:43, 23.04.2020

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი 578 ადამიანს დაუდგინეს. ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, 81 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 187 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 7 170 შემთხვევა, აქედან 505 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი