უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 15 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინაში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სულ 777 ადამიანი დაიღუპა. რეგისტრირებულია ინფიცირების 26 514 შემთხვევა. აქედან 11 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა.