უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 819 ახალი შემთხვევა.

აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 52 043 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 345-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 016-ით გაიზარდა და ჯამში 24 800 შეადგინა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.