უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 432 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 432 ადამიანს დაუდასტურდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 432 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინაში სულ კორონავირუსის 20 580 შემთხვევა არის გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 605 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 344-ით გაიზარდა და ჯამში 6 929-ია.