უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 7 014 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 7 014 ადამიანს დაუდასტურდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 7 014 ადამიანს. ამასთაბ, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 125 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან განიკურნა 2 177 პაციენტი.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 337 410 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 289 პაციენტი გარდაიცვალა, 139 755 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი