უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 16 218 ადამიანს დაუდასტურდა

10:30, 27.11.2020

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 16 218 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 192 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 8 843 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 693 407 შემთხვევა, მათგან 326 238 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 909 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი