უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

12:17, 28.08.2020

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში აღრიცხეს ახალი კორონავირუსული ინფექციის 2 438 ახალი შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ვირუსით დაინფიცირდა 114 497 ადამიანი. ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 2451 შეადგინა.

მსგავსი