უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 588 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 588 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 588 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამგვარად, უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭრა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაავადება ქვეყანაში 25 411 პირს დაუდასტურდა.

სულ „კოვიდ-19“-ს 747 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულია 11 042 პაციენტი.