უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 433 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 433 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 514 შეადგინა. გამოვლენილია ინფიცირების სულ 18 291 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 210-ით გაიზარდა და ჯამში 5 116 შეადგინა.