უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 12 978 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 120 ინფიცირებული
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 12 978 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 120 ინფიცირებული

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 12 978 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 120 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 4 243 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 699 ბავშვი და 408 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან, უკრაინაში სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 722 679 შემთხვევა, მათგან 371 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 213 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი