უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 876 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 46 763 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1 212 ლეტალური აღმოჩნდა.

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 505-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, რომელიც 20 558-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია 690 953 ტესტი.