უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 419 შემთხვევა დადასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 419 შემთხვევა დადასტურდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 419 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 14 503 პაციენტი, ხოლო 195 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 130 839 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 826 871 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 214 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უკრაინაში 8-დან 25 იანვრამდე მკაცრი საყოველთაო კარანტინი მოქმედებს.