უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 348 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 348 ადამიანს დაუდასტურდა

უკრაინაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“ 5 348 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 14 239 პაციენტი, ხოლო 163 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 164 ბავშვი და 225 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 182 969 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 928 969 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 21 662 პაციენტი კი გარდაიცვალა.