უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 773 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 211 ადამიანი
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 773 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 211 ადამიანი

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 773 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 7 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსმა 116 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ 2 000 შეადგინა.

ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 40 899 ადამიანს ჩაუტარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 262 867 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 1 106 155 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 24 174 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი