უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 035 ადამიანს დაუდასტურდა

11:15, 25.12.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 035 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 337 პაციენტი, ხოლო 186 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრზე, მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 484 ბავშვი და 388 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ერთ მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 646 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 581 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი