უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 228 შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 228 შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 228 შემთხვევა დაფიქსირდა, 68 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 573-ით გაიზარდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 169 472 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 75 486 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 468 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი