უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 76 ინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში „კოვიდ-19“ 2 958 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 514-ით გაიზარდა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეპანოვის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულ ინფიცირებულთა შორის 231 ბავშვი და 149 მედიკოსია.

უკრაინაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 162 666 შემთხვევა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა 10 558 ბავშვს და 13 249 მედიკოსს.

უკრაინაში სულ გამოჯანმრთელდა 72 324 პაციენტი, 3 340 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.