უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 08.09.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 57 ადამიანი გარდაიცვალა, რაც უკრაინისთვის ანტირეკორდია. ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 2 411 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 940 პაციენტი.

ვირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვში და ტერნოპოლში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი  გარდაცვლილი ბოლო 24 საათში ოდესაში აღრიცხეს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში ვირუსის 140 479 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 2 934 პაციენტი გარდაიცვალა.

 

მსგავსი