უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 590 ადამიანი დაინფიცირდა, 107 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 590 ადამიანი დაინფიცირდა, 107 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრიანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 107 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 137 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 276 177 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 229 პაციენტი გარდაიცვალა, 118 669 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.