უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 285 ადამიანი დაინფიცირდა, 1 701 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 285 ადამიანი დაინფიცირდა, 1 701 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 285 ადამიანს დაუდასტურდა, 1 701 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 1 779-ს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსმა 68 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 23 066 პირს ჩაუტარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 352 134 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 171 724 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 050 პაციენტი კი გარდაიცვალა.