უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 584 ადამიანი დაინფიცირდა, 60 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 584 ადამიანი დაინფიცირდა, 60 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 3 584 ადამიანი დაინფიცირდა, 60 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 589-ით გაიზარდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 166 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 73 913 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 400 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.