უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 498 ადამიანი დაინფიცირდა, 221 პაციენტი კი გარდაიცვალა

11:15, 01.12.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 221 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 10 023 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 586 ბავშვი და 646 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  „კოვიდ-19“-ის 745 123 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 355 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 548 კი გარდაიცვალა.

მსგავსი