უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების კვლავ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

10:50, 05.09.2020

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევების კვლავ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 836 ადამიანს, 50 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ხარკოვის ოლქში – 380 და კიევში – 315. ამასთან, უკრაინაში გამოჯანმრთელდა 1 036 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში გამოვლენილია სულ „კოვიდ-19“-ის 133 787 შემთხვევა. გარდაიცვალა 2 811 ადამიანი, 61 649 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

მსგავსი