უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 592 პაციენტი დაინფიცირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 592 პაციენტი დაინფიცირდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 592 პაციენტი დაინფიცირდა, 22 გარდაიცვალა, 530 კი გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ვირუსის 86 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 992 ადამიანი გარდაიცვალა, 46 216 გამოჯანმრთელდა.