უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 5 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 93 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 5 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 93 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 5 397 ადამიანს დაუდასტურდა, 93 პაციენტი გარდაიცვალა, 2 263 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 244 734 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 4 690 ადამიანი გარდაიცვალა, 108 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.